ხელბურთელთა ნაკრები მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჩაატარა და მოქმედ ჩემპიონ შვედეთთან ანგარიშით 26:42 დამარცხდა. ჩვენი ქვეყნის გუნდიდან ერეკლე არსენაშვილმა 6 ბურთი გაიტანა, ხოლო დიხამინჯიასა და ცხოვრებაძის ანგარიშზე 5-5 გოლი იყო. ამ წაგებით ტიტე კალანდაძის გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, ბოლო ტურში კი 15 იანვარს, ბოსნიის ნაკრებს ეთამაშება და მესამე ადგილისთვის ფრეც ეყოფა. აღნიშნულ შეხვედრას გერმანიაში კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.