„კასტრი“ 28:6 „შავი ლომი“
„შავმა ლომმა“ „ჩელენჯ თასზე“ მესამე ტურის მატჩი ფრანგულ „კასტრთან“ ჩაატარა და 28:6 დამარცხდა. პირველმა ქართულმა ფრანჩაიზმა მხოლოდ 2 ჯარიმის გატანა შეძლო, რომელიც ლუკა მატკავას ანგარიშზეა, მეტოქემ კი 4 გარდასახული ლელო მიითვალა. „შავი ლომი“ ჯგუფში 3 ტურის შემდეგ 5 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 20 იანვარს, „კლერმონს“ უმასპინძლებს და ამ მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსაც ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.