მეწყერის შედეგები კოლუმბიაში
კოლუმბიაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ჩოკოს პროვინციაში 23 ადამიანი იმსხვერპლა და ათობით დაშავდა. მეწყერი ქალაქების, კიბდოსა და მედელინის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე 12 იანვარს ჩამოწვა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება.
