ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი
ტაივანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა ლაი ცინდემ გაიმარჯვა. მან 5 მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო. ოპოზიციის კანდიდატმა კი დამარცხება უკვე აღიარა. გამარჯვებულმა კანდიდატმა პირობა დადო, რომ ტაივანს ჩინეთის საფრთხისგან დაიცავს და სტატუს კვოს შეინარჩუნებს.
