რუმინელი ფერმერები უკრაინისკენ სატვირთო მანქანებს არ ატარებენ
„სირეტის“ საგუშაგოზე, რომელიც უკრაინული „პორუბნოეს“ მოპირდაპირედ მდებარეობს, რუმინელი ფერმერები სატვირთო მანქანებს არ ატარებენ. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური იტყობინება. უწყების ცნობით, ამჟამად უკრაინაში გადასასვლელად ელექტრონულ რიგში დაახლოებით 825 სატვირთო მანქანაა რეგისტრირებული. ბლოკირების მიზეზი და სავარაუდო ხანგრძლივობა ამ დროისთვის უცნობია. ამასთან, მსუბუქი ავტომობილების, სამგზავრო ავტობუსებისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
