საფრანგეთის პირველი დიპლომატი კიევში
კიევში საგანგებო ვიზიტით ჩასული საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. განიხილეს უკრაინის სამხედრო საჭიროებები, ფრონტზე არსებული ვითარება, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების აუცილებლობისა და დრონების ერთობლივად წარმოების საკითხები. უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთის პირველ დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტით ომში მყოფ უკრაინას ეწვია.
