თურქეთის ავიაიერიში
თურქეთმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტიის თავდასხმის პასუხად სირიის ჩრდილოეთსა და ერაყზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, დარტყმები 30-მდე ობიექტზე განხორციელდა. ლიკვიდირებულია 45 ქურთი მებრძოლი. მანამდე, 12 იანვარს, ქურთული დაჯგუფებები ერაყში თურქულ ბაზას თავს დაესხნენ , რასაც 9 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.
