საპროტესტო აქცია თელ-ავივში
თელ-ავივში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისრაელში არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვეს. დემონსტრანტები ჰაბიმას მოედანზე შეიკრიბნენ და მთავრობა გააკრიტიკეს. დემონსტრანტთა ნაწილი ამბობდა, რომ ისრაელის ხელისუფლება „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის მომზადების შესახებ ინფორმირებული იყო. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მისი მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.
