დიდი ბრიტანეთის მოწოდება ირანს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ირანს მოუწოდა, „ჰუსიტებსა“ და თავისი კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა დაჯგუფებებს თავდასხმების შეწყვეტა აიძულოს. „ჰუსიტებს“, ლიბანურ „ჰეზბოლასა“ და სხვა დაჯგუფებებს, რომლებიც ირანის მიერ კონტროლდება, მათ შორის ერაყსა და სირიაში, თეირანმა უნდა აიძულოს ცეცხლი შეწყვიტონ, ვინაიდან მსოფლიოს მოთმინების ფიალა უკვე სავსეა“, - განაცხადა გრანტ შეპსმა. „ჰუსიტი“ ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლა შეერთებულმა შტატებმა დიდ ბრიტანეთთან ერთად დაიწყო. მხოლოდ ერთ დღეში, დარტყმები 60-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელა. მოკავშირეებმა სამხედრო ბაზები, იარაღის საწყობები და აეროდრომები დაბომბეს.
