გზების გაწმენდითი სამუშაოები აჭარაში
აჭარის საავტომობილო გზების დეპრტამენტი ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდას აქტიურად განაგრძობს. იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. სამუშაოებში ჩართულია 50-მდე ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
