საახალწლო ღონისძიება ლანჩხუთში
საახალწლო ღონისძიება გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები,ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. საღამო ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დასრულდა.
