კობახიძის წერილი და ფაქტები გახარიას წინააღმდეგ
გიორგი გახარიას მძიმე ბრალდებებზე პასუხი ჯერ არ გაუცია. პოლიტიკოსების პროგნოზით გადამდგარი პრემიერის პასუხები იქნება, თუმცა სავარაუდოდ მხოლოდ ტიკტოკ ან იუთუბ გამომწერებისთვის. დებატებში ბიძინა ივანიშვილის გამოწვევის ინიციატივის შემდეგ გიორგი გახარია მედიასთან ისევ არ ჩანს, შესაბამისად კითხვებს მის ნაცვლად ისევ მისივე თანაპარტიელები პასუხობენ. ანა ბუჩუკური მხოლოდ იმას ამბობს, რომ გადამდგარ პრემიერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან შეკითხვები აქვს, თუმცა არაფერს ამბობს ირაკლი კობახიძის წერილზე, სადაც გახარიას პოლიტიკურ ცხოვრებაზე ხუთი ეპიზოდი იყო განხილული. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი გახარია თავისივე პარტიასთან ერთად ახლა პოლიტიკურ ველზე დარჩენის ყველა შესაძლებლობას აქტიურად იყენებს. უფრო მეტიც, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ღალატი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ღია კოორდინაცია უკვე ყველასთვის ნათელია