აქცია პარლამენტთან და საპატრიარქოს განცხადება
საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტთან მიმდინარე აქცია პოლიტიკურ ან დესტრუქციულ ხასიათს შეიძენს, არ მიიღონ ამ ქმედებებში მონაწილეობა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, „ალტ ინფოს“ ორგანიზებით, ამ წუთებში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები წმინდა მატრონას ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებენ და ამ ქმედებაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები, მსვლელობით პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით დაიძრნენ