ბორჯღალოსნები იაპონიას შეხვდებიან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პირველი მეტოქე ივლისის ტესტებზე ცნობილია. ბორჯღალოსნები იაპონიას შეხვდებიან. ინფორმაცია, იაპონიის ნაკრების ოფიციალურ გვერდზე დღეს დადასტურდა. შეხვედრა 13 ივლისს, სენდაის სტადიონზე გაიმართება. ქართველი მორაგბეები კიდევ 2 ტესტ მატჩს ჩაატარებენ, თუმცა მათი ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა
