საკანონმდებლო ცვლილებები
„ქართული ოცნება“ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს, რომელიც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფას ეხება. მუშაობა დაწყებულია. მმართველი გუნდისთვის, ინციდენტი რომელიც რამდენიმე დღის წინ სამების ტაძარში მოხდა, ბოლშევიკური მეთოდებით რელიგიასთან ბრძოლაა. აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ აუცილებელია რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივება თავიდან ავიცილოთ. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნების ინიციატივას, ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება
