შეზღუდვები გზებზე
უამინდობამ საავტომობილო გზებზე პრობლემები შექმნა. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ამ დროისათვის მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზე. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზეც. კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც მსგავსი ტიპის ავტომობილებისთვის მოძრაობა არ არის დაშვებული ხაშური-აწყურის მონაკვეთია
