„კასტრი“ VS „შავი ლომი“
დღეს, „შავი ლომი“ ევროპის ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრას სტუმრად კასტრთან გამართავს. ქართული ფრანჩაიზი 2024 წლის პირველ შეხვედრას დებიუტანტით ხვდება და ლევან მაისაშვილის განაცხადში ალექსანდრე ჯიღაური მოხვდა. ქართველი მორაგბეების საგულშემატკივროდ საქართველოდან საფრანგეთში 500-მდე გულშემატკივარია ჩასული. მოწინააღმდეგეთა გუნდში კი ერთი ქართველი მორაგბე, ლევან ჩილაჩავა თამაშობს. კასტრისა და შავი ლომის მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ