სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტ სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი გაიმართა. პროგრამა მრავალფეროვანი იყო, შესრულდა ბეთჰოვენისა და ლისტის ნაწარმოებები. ახალი თაობის გამორჩეული პიანისტი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია. ამჟამად, ის ნიუ-იორკში, მსოფლიოში პრესტიჟულ „ჯულიარდის სკოლაში” სწავლობს
