საქართველოს ევროვიზიაზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს
საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. წლების განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 10-ზე მეტ კონკურსში და ბევრჯერ მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნუცა წარმატებით მონაწილეობდა ისეთ კონკურსებში, როგორებიცაა: „ახალი ტალღა“ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ „The Voice of Turkey“ და სხვა. 2023 წელს ნუცამ მონაწილეობა მიიღო პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუში – American Idol, სადაც top 12 მონაწილეში მოხვდა, ხოლო შოუს ფინალში შეასრულა დუეტი ავსტრალიელ პოპვარსკვლავთან, კაილი მინოუგთან ერთად.ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება