შეზღუდვები გზებზე
თოვა და უამინდობა საქართველოში. გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ინტენსიური თოვის, ლიპყინულის და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ხაიში-უშგულის, ასევე ხაშური-აწყურის, ფარავნის უღელტეხილსა და გომი-საჩხერის მონაკვეთზე. ხოლო ლახამულა-უშგულის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით
