იემენელი ჰუსიტების თავდასხმებს დასავლეთმა სამხედრო პასუხი გასცა
წითელ ზღვაში კომერციულ ხომალდებზე იემენელი ჰუსიტების თავდასხმებს დასავლეთმა სამხედრო პასუხი გასცა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი საჰაერო იერიშები იემენში, ჰუსიტების 16 სამიზნეზე მიიტანეს. შიიტი ამბოხებულები ვაშინგტონსა და ლონდონს შურისძიებით ემუქრებიან. იემენელი ჰუსიტების ლიდერმა ისიც განაცხადა, რომ დასავლეთის იერიშების მიუხედავად, ისრაელის მიმართულებით მცურავ კომერციულ სატვირთო ხომალდებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ. წითელ ზღვაში შექმნილმა ვითარებამ გლობალური მომარაგების ჯაჭვზე უარყოფითად იმოქმედა. მსოფლიოს უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიები მილიონობით დოლარის ოდენობის ზარალს განიცდიან.
