ფერმერების პროტესტი გერმანიაში
გერმანიაში სატრანსპორტო ქაოსია. მასშტაბური პროტესტის ფარგლებში, ფერმერები სხვადასხვა ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა საავტომობილო გზებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით კეტავენ. ამას სამი დღის წინ, ანაზღაურების მომატებისა და სამუშაო საათების შემცირების მოთხოვნით, მატარებლის მემანქანეების გაფიცვაც დაემატა.
