კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ
შობის დღესასწაულის თარიღზე, ასევე სამების ტაძარში მომხდარი ინციდენტის გარშემო შეფასებები და ვნებათა ღელვა არ წყდება. სამოქალაქო პირების, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკოსების ნაწილის ისტერიული მცდელობა ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერიონ - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფებმა წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთეს და ბოლო მოვლენებიც ეკლესიის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ნაწილია. მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს მალე შესაბამისი კანონი დაარეგულირებს.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
