ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ არც რუსეთს და არც უკრაინას შეტევაზე გადასვლის უნარი არ აქვს. კირილ ბუდანოვმა გამოცემა „ლე მონდთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ ორივე მხარეს ფრონტის ხაზზე პოზიციების სიახლოვეს ტერიტორიები მჭიდროდ აქვს დანაღმული, რაც სამხედროების წინსვლას ხელს უშლის.
