მამუკა ხაზარაძის დავიწყებული წარსული და რუსული კავშირები - რა განცხადებას აკეთებს "ლელოს" ლიდერი
მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში გაემგზავრება. ანალოგიური განცხადება „ლელოს“ ლიდერმა ჯერ კიდევ პარტიის მეორე ყრილობაზე გააკეთა, თუმცა არც მაშინ და არც ახლა მამუკა ხაზარაძეს რუსეთთან თავის კავშირზე არ უსაუბრია. დავიწყებული წარსული, რომელიც მოსკოვს უკავშირდება, ხაზარაძეს დღეს მმართველი პარტიიდან შეახსენეს და განმარტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციას მარცხის შიში კიდევ უფრო გაუმძაფრდა.
