პოლიტიკური განცხადებები
განცხადების შემდეგ გიორგი გახარია არსად ჩანს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის ნაცვლად, მედიასთან დღეს დეპუტატი ანა ბუჩუკური გამოჩნდა და გახარიას განცხადების პათოსი გაიმეორა. მმართველი პარტიის შეფასებით, გიორგი გახარიას არანაირი მორალური უფლება არ აქვს საჯარო დებატებზე ისაუბროს, რადგან, მათი შეფასებით, ის ქვეყნას დაუპირისპირდა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმით მოქმედებს.
