ირაკლი კობახიძის პასუხი გიორგი გახარიას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის, გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა, აბსურდულია. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას წარსულ საქმიანობას და 2021 წლის არჩევნებზე განცდილ მარცხს ახსნებს და ურჩევს, რომ ჯერ მოვალეებთან იდებატოს. ირაკლი კობახიძე გახარიას წარსული საქმიანობიდან რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა ბასიანში ჩატარებული სპეცოპერაცია, მესტიასა და პანკისის ხეობაში სამართალდამცველების შეურაცხყოფა, ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაცია, 20 ივნისი და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 4 მუნიციპალიტეტში შექმნილი კოალიცია.
