ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების მიღების გამო, სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების მიღების გამო, სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეეხება სამ რუსულ ობიექტსა და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ფხენიანიდან რუსეთში ბალისტიკური რაკეტების ჩატანასა და გამოცდაში.