თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე - სისხლის სამართალი და სისხლის სამართლის პოლიტიკის აქტუალური ასპექტები გერმანიაში, საქართველოსა და ევროპაში. ღონისძიებას დაესწრო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი.
