დანიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
დანიელი დიპლომატის არადიპლომატიური განცხადებები - ანნე ტოფტ სორენსენს დანიურ მედიაში გაკეთებული განცხადება, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა არამეგობრულად უკვე შეაფასა, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებად დაუჯდა. მას ელჩებისა და დიპლომატების საქმიანობის საერთაშორისო კანონი შეახსენეს და მოუწოდეს, პატივი სცეს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს. მმართველმა გუნდმა დიპლომატის მოსაზრება, რომელიც მან ერთ-ერთ პუბლიკაციაში გამოთქვა, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, დაუსაბუთებლად შეაფასა. უმრავლესობა ელჩის ამ განცხადების უკან გარკვეული რადიკალური ჯგუფების ნარატივს ხედავს. თავად საელჩო, დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
