საკანონმდებლო ინიციატივა
საპატრიარქო წმინდა მატრონას ხატის შემწირველს, მიმართავს და სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის შეცვლისკენ მოუწოდებს, ან ამას თავად საპატრიარქო იზამს. აქვე საქართველოს ეკლესია ხატწერის კანონიკურ წესებსაც განმარტავს. საპატრიარქოში ასევე მიაჩნიათ, რომ რაც დღეს ქვეყანაში გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიასთან მიმართებით ხდება, ეს ეკლესიის დევნის თანასწორია. ხატის შემწირველი კი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილია, რომელიც აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს პოზიცია მისაღებია, თავად ხატის შეურაცხყოფას კი, კატეგორიულად გმობს. სამების საკათედრო ტაძარში მომხდარი ინციდენტის გამო, რომელსაც პოლიტიკური სარჩული დაედო, დაპირისპირება ამ დრომდე არ წყდება
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
