22 მორაგბე „კასტრი“ - „შავი ლომის“ მატჩზე
ჟურნალ „რაგბი ჯორჯიას“ საჩუქარი ქართველ მორაგბეებს. 22 სპორტსმენი დღეს საფრანგეთში გაემგზავრება და ისინი „კასტრი“ - „შავი ლომის“ თამაშს დაესწრებიან. შერჩეულმა მოთამაშეებმა ნუცუბიძის სარაგბო მოედანზე საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარეს. თითოეული მათგანი 2023 წლის განმავლობაში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე შეირჩა, რომელსაც ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ გიორგი ნემსაძე აკვირდებოდა. „კასტრისა“ და „შავი ლომის“ მატჩი 13 იანვარს გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ