სამხრეთ აფრიკის სარჩელი ჰააგაში
ჰააგის სასამართლოში, პალესტინელთა გენოციდის ბრალდებით, ისრაელის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მოსმენა დაიწყო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შესაბამისი სარჩელი სამხრეთ აფრიკამ შეიტანა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, რონალდ ლომაროს განმარტებით, ისრაელმა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებებით გენოციდის კონვენცია დაარღვია. ისრაელი სამხრეთ აფრიკის საჩივარს სრულად უსაფუძვლოს უწოდებს. პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი, საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით, ჰამასს ებრძვის და არა პალესტინის მშვიდობიან მოსახლეობას
