ტრამპი უკრაინის ომზე
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა რუსთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღებაში ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ნავთობის ფასის თითქმის რეკორდულმა გაძვირებამ მისცა რუსეთის პრეზიდენტს ომის წარმოების შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ერთადერთია ვინც უკრაინასთან ომით მდიდრდება
