შეთანხმება შავი ზღვის აკვატორიის განაღმვაზე
ნატოს წევრი სამი სახელმწიფო თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შავი ზღვის აკვატორიას ერთობლივი ძალებით განაღმავს. დასავლეთის ქვეყნები ირწმუნებიან, რომ რუსეთმა უკრაინის სანაპირო ზოლი დანაღმა. ნაღმების ნაწილი კი, ნატოს წევრი ქვეყნების წყლებში აღმოჩნდა. ისინი ამჟამად ნაოსნობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ნაღმსაწინააღმდეგო სამხედრო საზღვაო ჯგუფის შექმნის შესახებ მემორანდუმს, ხელი სტამბოლში მოაწერეს