გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს
მმართველი გუნდი გიორგი გახარიას ურჩევს თავის ლიგაში ითამაშოს. შეფასებები „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ გაკეთდა, რაც პარტიამ „საქართველოსთვის“, გახარიას მიერ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება გაავრცელა. გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. მმართველ გუნდში გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ შეახსენეს თავისი გადაწყვეტილებები, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარიას ქმედებებს ღალატი უწოდა
