სადამკვირვებლო მისიები 2024 წლის არჩევნებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა ეუთო-ოდირს, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნოს, ოპოზიციამაც კი დაიწუნა და გააკრიტიკა. მათი ეს სვლა საპარლამენტო ოპოზიციაში პიარ სტრატეგიად შეფასდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციიდანვე შეახსენეს, რომ ცხრა პრიორიტეტის შესრულების გეგმაში წერია, რომ მთავრობა და პარლამენტი გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას თებერვალში მოიწვევს. განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადებაში წერია, რომ ცალკეული პოლიტიკური ძალები ამჯერადაც ხელოვნურად ახდენენ აღნიშნული საკითხის პოლიტიზებას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. საგარეო უწყება განმარტავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე
