რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
რელიგიური ნაგებობებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფის ფაქტებზე, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე სხვა რელიგიურ ნაგებობებს. ოპოზიციის ნაწილი უარს ამბობს მხარი დაუჭიროს ცვლილებას, ნაწილს კი ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ კანონის გამკაცრება აუცილებელია, მათ შორის პრევენციის მიზნით
