საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართავს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო, შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა
