ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს ბრალი წარედგინა
პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულმა დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას გადის.
