რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდება
რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდება. არ არის გამორიცხული, მსგავსი ქმედებისთვის მოქალაქეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, რაც თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებების უახლოეს პერიოდში ინიცირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უკვე დაანონსა. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აქტივისტმა ნატა ფერაძემ, სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა, რასაც დღეს მის სახლთან გარკვეული ჯგუფის საპროტესტო აქცია მოჰყვა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
