ლიეტუვაში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის რიგით 116-ე ჩემპიონატი დაიწყო
ყინულის მოედანზე რამდენიმე წუთის წინ სპორტული წყვილების მოკლე პროგრამაში, საქართველოს სახელით, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტი გამოვიდა. მათ ტექნიკურ ელემენტებში 40.27 მეასედი ქულა, სხვადასხვა კომპონენტში კი 31.03 მეათედი ქულა დააგროვეს. საბოლოო შედეგი თავისუფალი პროგრამის შემდეგ დადგინდება. დღეს მოკლე პროგრამაში სრიალი მამაკაცებს შორისაც ჩატარდება და მოედანზე საქართველოს სახელით, ნიკა ეგაძე გამოვა.
