ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა წითელ ზღვაში ჰუსიტების მასშტაბური თავდასხმა მოიგერიეს
ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა წითელ ზღვაში ჰუსიტების მასშტაბური თავდასხმა მოიგერიეს. ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა შიიტი ჰუსიტების მიერ გაშვებული 18 დრონი და 3 რაკეტა გაანეიტრალეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
