უკრაინის რადა სამხედრო მობილიზაციის შესახებ ახალ კანონპროექტს განიხილავს
უკრაინის რადა სამხედრო მობილიზაციის შესახებ ახალ კანონპროექტს პირველი მოსმენით 11 იანვარს განიხილავს. ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხდა. ომში ცოცხალი ძალის შევსებისთვის საჭირო კანონპროექტი პარლამენტში თავდაცვის სამინისტრომ შეიტანა.
