მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 იანვარს თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულმა დანით გულმკერდის არეში ჭრილობები თავადაც მიიყენა. იგი ამჟამად საავადმოყოფოშია მოთავსებული და შესაბამის მკურნალობას გადის.
