„ალტ ინფოს“ წევრებმა ნატა ფერაძის სახლთან აქცია გამართეს
„ალტ ინფოს“ წევრებმა სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან აქცია გამართეს. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, რომლებმაც პროტესტის მონაწილეებს ფერაძის სახლთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
