პოლონეთის პოლიციამ პარლამენტის ორი ოპოზიციონერი დეპუტატი დააპატიმრა
პოლონეთის პოლიციამ პარლამენტის ორი ოპოზიციონერი დეპუტატი დააპატიმრა. ისინი პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე დააკავეს. საქმე ეხება 2007 წლის მოვლენებს, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს მაშინდელმა ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ ერთ-ერთ პოლონელ პოლიტიკოსს კორუფციაში დასდეს ბრალი, თუმცა დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და საქმე მათ წინააღმდეგ უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით აღიძრა.
