საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი უკრაინაში
იქნება თუ არა 2024 წელი უკრაინაში მიმდინარე ომში გარდამტეხი? ანალიტიკოსები იმ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობენ, რომელიც კიევმა ფრონტზე ვითარების გამოსასწორებლად უნდა გადადგას. მათ შორისაა იარაღისა და სამხედრო მასალის წარმოების გაზრდა და რაც მთავარია, ცოცხალი ძალის პრობლემის მოგვარება. რადაში მობილიზაციის შესახებ კანონის 5 ვერსიაა, რომელს მიიღებს ქვეყანა ეს კანონმდებლებმა უნდა გადაწყვიტონ. პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ფრონტზე ნახევარი მილიონი ადამიანის გაგზავნის მიზანი უკვე დაისახა. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი სენსიტიურ კანონპროექტზე საჯაროდ ჯერჯერობით არ საუბრობს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
