ვანდალიზმი ეკლესიაში
ვანდალიზმი სამების საკათედრო ტაძარში. სასულიერო პირების ინფორმაციით, დღეს აქტივისტმა ნატა ფერაძემ წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება. არ არის გამორიცხული ფერაძე საგამოძიებო უწყებაშიც დაიბარონ.
