ქმარმა ცოლი მოკლა
მკვლელობა თბილისში - ქმარმა ცოლი მოკლა. მოტივი ამ დრომდე უცნობია. მამაკაცი ქალს თავს შუაღამისას იმ დროს დაესხა, როცა სახლში ბრალდებულის მამა და წყვილის 4 თვის ჩვილი იმყოფებოდნენ. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. რეანიმაციულ განყოფილებაშია თავდამსხმელიც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, თვითდაზიანებები მიიყენა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
